სხვადასხვა

ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ კიდევ ერთ აღიარებულ ბაზაში

ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“  ResearchBib  და ICI World Journals შემდეგ,   Crossref-ის (https://www.crossref.org, აშშ) წევრიც გახდა, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო საგამომცემლო ორგანიზაციაა.  ამით საუნივერსიტეტო გამოცემებს საშუალება ეძლევა, ცალკეულ სამეცნიერო სტატიებს, წიგნებს,

 

დისერტაციებს მიენიჭოთ უნიკალური კოდი – ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI – Digital Object Identifier), რაც უზრუნველყოფს წყაროს მაღალი სიზუსტით ამოცნობას, გამოქვეყნებული მასალების შენახვის საიმედობას, გააიოლებს სამეცნიერო პუბლიკაციის ციტირების, ძებნის და ლოკალიზაციის პროცედურებს.

 

Crossref-ის წევრობით გამარტივდება კვლევების ციტირება, ძიება, შეფასება და შედეგების განმეორებით გამოყენება, გაიზრდება ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ცნობადობა და  საერთაშორისო აკადემიურ წრეებში მისი ინტეგრაციის შესაძლებლობა.