სხვადასხვა

კურსდამთავრებულთა ასოციაცია

ქუთაისის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაარსდა.

ასოციაციის მიზანია:

  • კურსდამთავრებულთა ფორმალური და არაფორმალური განვითარების ხელშეწყობა;
  • მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების უზრუნველყოფისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ასოციაციის წევრებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვის გზით ქუთაისის უნივერსიტეტის ძლიერი, წარმატებული და ცნობადი ინსტიტუციად ჩამოყალიბება;
  • სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, საზოგადოების განვითარებაზე ზრუნვა;
  • ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით, მათი საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი საგანმანათლებლო კურსების შეთავაზება;
  • უნივერსიტეტის მიერ მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი პროფესორებისა და ტრენერების მიერ ჩატარებულ სასწავლო კურსებზე/ტრენინგებზე დასწრების მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივ დამსაქმებლებთან საორიენტაციო შეხვედრების საჭიროებების გამოვლენა და ორგანიზება.

კურსდამთავრებულების  წინსვლა ქუთაისის უნივერსიტეტის წარმატებაა.