სხვადასხვა

“ელექტრონული დისტანციური სწავლების ქსელი ტურიზმის სფეროში“ პროექტის პრესკონფერენცია

Kutaisi University

2011 წლის 29 მაისს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა TEMPUS-DE-TEMPUS-JPHES  WeNeT  “ელექტრონული დისტანციური სწავლების ქსელი ტურიზმის სფეროში“ პროექტის I  ეტაპის შემაჯამებელი პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ  ავსტრიის, გერმანიის, სლოვაკეთის, იტალიის, უკრაინის, ბელორუსიის, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის მნიშვნელობა საქართველოსათვის:

საქართველოს პრიორიტეტები:

  • ტურიზმის განვითარება
  • საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია
  • დისტანციური სწავლების დანერგვა
  • არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა პროფესიული კვალიფიკაციების მინიჭების მიზნით.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების გარდა საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისის მერი ბატონი გია თევდორაძე, ვიცე-მერი ბატონი დავით გორდელაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ამ დღეს ქუთაისის უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა ევროპული სტანდარტების შესატყვისი საკონფერენციო დარბაზი.