სხვადასხვა

განისაზღვრა 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ვადები

Kutaisi University

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 21 ივნისის N264 ბრძანებით განისაზღვრა 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტების მობილობის პროცესის ვადები:

1 ივლისი – 29 ივლისი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა.

1 აგვისტო – 31 აგვისტო

მობილობის მსურველი სტუდენტების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა

2 სექტემბერი – 16 სექტემბერი

მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარმოდგენის ვადა

მობილობის პროცესის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge (მობილობა); ცხელ ხაზზე 236-57-92, ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge

სტუდენტების მობილობის პროცესის განხორციელების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ქუთაისის უნივერსიტეტის ოფიციალური ბრძანება!