ევროკავშირის „ტემპუს“ პროგრამის „კრუიზ–ტ“ პროექტის ფარგლებში ამა წლის 20–21 ივლისს
ქუთაისის უნივერსიტეტში დილის 10 სთ–დან 13:00 სთ–მდე ჩატარდება 2 დღიანი ტრეინინგები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
ტრეინინგები ჩატარდება ევროპელი ექსპერტების მიერ ერთდროულად სხვადასხვა აუდიტორიებში სხვადასხვა თემებზე:
აუდიტორია 401
ტრენერები: იანა კუჩეროვა და ლიუდმილა სმარდოვა (სლოვაკეთი)
თემები:
– ტურიზმის მდგრადი განვითარება
– კვლევის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები
– ტურიზმის მიწოდების ანალიზი
– საშინაო დავალება (ქუთაისის „ქეისი“)
აუდიტორია 308
ტრენერი: ნატალი ბალჩი (გერმანია)
თემები:
– სერვისის ხარისხი სტუმარმასპინძლობის სექტორში: გაუმჯობესების შესაძლებლობები და ხერხები
– სერვისის კულტურა
– სერვისის პროგრამები და პროექტები
– საჩივრების მართვა
– ლოდინის დროის მართვა
– კრიტიკული ინციდენტების დროს გამოსაყენებელი ხერხები
– ფარული შემოწმებები
აუდიტორია 306
ტრენერი: გერგანა ჟელიაზკოვა (ბულგარეთი)
თემები:
– დანიშნულების ადგილის განვითარება, მენეჯმენტი და პოზიციონირება ეკონომიკურად მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის
– დანიშნულების ადგილის პოზიციონირება, ბრენდინგი და იმიჯის განვითარება
– დანიშნულების ადგილის მარკეტინგის & პოზიციონირების სტრატეგიები
– SWOT ანალიზი
– დანიშნულების ადგილის მდგრადობის გაზომვა ტურიზმის ევროპული ინდიკატორული სისტემით
აუდიტორია 303
ტრენერი: მანუელ დემეთცი (იტალია)
თემები:
– დანიშნულების ადგილზე მართვის ორგანიზაციის (DMO) მენეჯმენტი
– დანიშნულების ადგილისთვის უნიკალური გასაყიდი წერტილის (USP) ფორმირება
– DMO & სამომხმარებლო ბრენდის მენეჯმენტი
– მომხმარებლის „თარგეთირება“ (ორიენტაციის აღება) და მოგზაურობა
– ციფრული მარკეტინგი
ტრეინინგზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია პროფ. ელგუჯა დეისაძესთან 102–ე აუდიტორიაში (მობ.:599 94-40-34).სტუდენტმა წინასწარ უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი ტრეინინგის კურსი.
აქტიური სტუდენტები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით.