2015 წლის მაისში დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMBER პროექტის შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვეს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოიპოვეს 100%-იანი დაფინანსება.
გამარჯვებული სტუდენტები მარი როყუა და გიორგი ბერაია 2015 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ პოლონეთში, კერძოდ, ლოდზის უნივერსიტეტში http://iso.uni.lodz.pl/.
ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია ულოცავს გამარჯვებულ სტუდენტებს და უსურვებს მათ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.