სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ, სადაც მათ ხუთი დაუვიწყარი დღე ელოდებათ. ბანაკის პროგრამა მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს, რომელთა მიზანია სტუდენტების საკვანძო კომპეტენციების განვითარება. ბანაკის განმავლობაში, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო სემინარებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტელექტუალურ ზრდასა და ცოდნის გაფართოებას. ასევე დაგეგმილია რეკრეაციული ღონისძიებები, რაც სტუდენტებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს.

ქუთაისის უნივერსიტეტმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

ახალგაზრდებმა პროგრამებისა და შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ქვიზების საშუალებით გაეცნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ტურიზმის, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებს.

ახალგაზრდებს ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო, შემეცნებითი, შემოქმედებითი რესურსების დათვალიერების შესაძლებლობა სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მიეცათ.

ღონისძიება ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული.