სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა თემაზე – “შრომითი უფლებები, გამოსაცდელი ვადა, სტაჟირება” გაიმართა

12 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა თემაზე – “შრომითი უფლებები, გამოსაცდელი ვადა, სტაჟირება” გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი უძღვებოდა.

ლექციას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.