სხვადასხვა

ეროვნული კონფერენცია კსუ-ში

23 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ მეორე ეროვნულ კონფერენციაში  ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობამ წარმატებით ჩაიარა

ტურიზმის სექციაში წარდგენილი სამი თემიდან  ორი მათგანი, როგორც საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი დაჯილდოვებული იქნა დიპლომით,  ანა გუჩუას ( ხელ-ლი ასოც.პროფ. გოდერძი შანიძე),   გიორგი ბანძალაძისა და ნოდარ გოშაძის (ხელ-ლი ასისტ.პროფ.მარინა ყიფიანი) თემები შევა უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულში.