სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამხრეთ კავკასია-შვედეთის საინფორმაციო სემინარზე

22 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამხრეთ კავკასია – შვედეთის საინფორმაციო სემინარი, რომლის მიზანი იყო ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ლინეუს-პალმეს პროგრამების ფარგლებში შვეციისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.

სემინარზე საქართველოს 21, აზერბაიჯანის 15 და შვედეთის 17 უნივერსიტეტის 100-მდეწარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

ქუთაისის უნივერსიტეტის მხრიდან სემინარს ესწრებოდა სამი წარმომადგენელი: ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი – ქ-ნი ლელა ქელბაქიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი – თეა კორძაძე და რექტორის თანაშემწე – ელგუჯა დეისაძე.

ეს სემინარი ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც 15-მდე უცხოურ უნივერსიტეტთან დამყარდა პირდაპირი კონტაქტები: როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში განხორციელდა წინასწარ მომზადებული საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტების ურთიერთ-გაცვლა; საერთაშორისო პროექტებში წარსულის გამოცდილების გაზიარებით გამოიკვეთა ახალი პარტნიორული ურთიერთობების კონტურები.

{Gallery dir=’news/26-10-2012′}