პროექტის პარტნიორები არიან კომპანიები: Ty Quadro Capital & Green Capital
კონკურსის მიზანია კომპანიამ მიიღოს ახალი იდეები კლიენტთა ბაზის უკეთ გამოსაყენებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონკურსში გაიმარჯვებენ ის მონაწილეები ან გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ, მკაფიოდ განსაზღვრულ, კრეატიულ და რეალისტურ იდეებს ForEx Club-ისთვის.
პრიზები:
I. ადგილი 1,000 ლარი
II. ადგილი 700 ლარი
III. ადგილი 500 ლარი
ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ForEx Club-მა გამარჯვებულთათვის პრიზის სახით შეიძლება დააწესოს კომპანიაში სტაჟირების ან დასაქმების შესაძლებლობა.
ბიზნეს იდეები მიიღება 2013 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსის მონაწილემ/გუნდმა საკუთარი ბიზნეს იდეა უნდა მოამზადოს PowerPoint პრეზენტაციის სახით ინგლისურ ან რუსულ ენაზე. პრეზენტაცია უნდა გადაიტანოს PDF ფორმატში და გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ForExClub@freeuni.edu.ge
კონკურსის წესების გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს www.Facebook.com/ribgeo
მდებარეობა: თბილისი
საკონტაქტო ელ. ფოსტა: ForExClub@freeuni.edu.ge