ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს (ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება N28, §1, 11.04.2013წ.) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში:
ეკონომიკა
ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეული
სამართლის საფუძვლები და მეთოდები – ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული
კერძო სამართალი – ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული
საჯარო სამართალი – ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული
სისხლის სამართალი – ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული
კონკურსის პირობები შესაბამისობაშია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 33, 34 და 35-ე მუხლთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებასთან და ქუთაისის უნივერსიტეტის მოქმედ წესდებასთან, უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დაკავების დებულებასთან.
მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის პირი, რომელიც მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
- დოქტორის აკადემიური ხარისხიან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი
- ავტორიზებულუმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება
საბუთები მიიღება 2013 წლის 13-17 მაისის ჩათვლით, 10-დან 17 საათამდე,