სხვადასხვა

შეხვედრა დორის მარქსთან

26 აპრილს უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ  ფრაიბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, დამოუკიდებელი საგადასახადო საკონსულტაციო ფირმის მფლობელსა და კონსულტანტს – ქალბატონ  დორის მარქსს, რომელმაც  წაიკითხა ლექცია თემაზე – ,,საგადასახადო კონსულტანტად მუშაობა გერმანიაში.“

მიუხედავად ლექციის ცოტაოდენი პროფესიული სირთულისა, ქალბატონმა დორისმა თარჯიმანის დახმარებით შესაძლებელი გახადა მსმენელამდე საკმაოდ კარგად, დამაჯერებლად და საინტერესოდ მიეტანა სათქმელი.

საკონფერენციო დარბაზში სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდნენ პროფესორ-მასწავლებლებიც. მსმენელთა დაინტერესება აღნიშნული თემატიკისადმი დაადასტურა განსხვავებულმა  შეკითხვებმა მომხსენებლის მიმართ.

სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და სურვილი გამოთქვეს მსგავსი ტიპის შეხვედრების გაგრძელების შესახებ.