ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში-„სტუდენტური დღეები 2013 ნარკომანიის წინააღმდეგ“ .
30 აპრილს საქართველოს აგრალურ უნივერსიტეტში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში- ,, რა? სად? როდის?”,რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს 34 უმაღლესი სასწავლებელი.
ჩვენი უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ნაკრებს წარმოადგენდნენ: ჯუბა ჯიმშელეიშვილი(კაპიტანი),ირაკლი ყიფიანი, ანა კლდიაშვილი, მამუკა საღრიშვილი, ნოდარ გოშაძე და ლიკა სალუქვაძე. გუნდმა მოახერხა საუკეთესო შედეგების მქონე ათეულში მოხვედრა.