სხვადასხვა

კიდევ ერთი მემორანდუმი

19 ივნისს  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ქუთაისის უნივერსიტეტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის. შეკრების სამუშაო ცერემონიის ორგანიზატორი გახლდათ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES). მემორანდუმი წარმოადგენს ჩარჩო -ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს 2013 წლიდან პარტნიორ უნივერსიტეტებში სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის -,,დემოკრატია და მოქალაქეობა“ დანერგვას. აღნიშნული კურსი და ინიციატივა ითვალისწინებს USAID-ის ოთხწლიანი პროექტის – ,,ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესების მიმართ“ ნაწილს, რომელსაც ახორციელებს IFES საქართველო.

ახალ პარტნიორ უნივერსიტეტებთან მემორანდუმის გაფორმების საქმიანი შეხვედრა გახსნეს საქართველოს მისიის დირექტორმა – სტივენ ჰეიკინმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა – ნერმინ ნიშიჩმა.