“სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრ ცოდნა”-ს ქუთაისის ფილიალი გთავაზობთ ბუღალტერთან სტაჟირების ერთ თვიან პროგრამას.
სტაჟირება შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით: ტურისტული, სადაზღვევო, სასტუმრო, სასწავლო, სავაჭრო სექტორში და ა.შ. სტაჟირების გავლა შესაძლებელია ნებისმიერ ქალაქში საქართველოს მასშტაბით.
ამ ხნის განმავლობაში სტაჟიორები შეისწავლიან:
- პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას;
- ბაზის შექმნას-აწყობას;
- სახელფასო უწყისის მომზადებას;
- ანგარიშსწორებას მყიდველებთან და მომწოდებლებთან;
- სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების აღრიცხვას;
- ბანკის ბრუნვას;
- შემოსავლებსა და გასავლებს;
- კორექტირებას საბუღალტროსა და საგადასახადო აღრიცხვიანობას შორის;
- უნაღდო ანგარიშსწორება ბიუჯეტთან;
- მოგება–ზარალის ანგარიშგების შედგენას;
- გადასახადებსა და დეკლარაციების შევსებას;
- ხელშეკრულებების, აქტების ჩამოყალიბებას;
- დამოუკიდებლად აწარმოოს ორგანიზაციის საბუღალტრო საქმიანობა.
- ელექტრონული დეკლარაციების შევსებას;
http://tsodna.ge/?address=gv&t=3&id=127&page=0&lang=1
სტაჟირების დროს მსმენელები უშუალოდ იმუშავებენ “Oris“ ან „Superfin“-ის პროგრამებში. აწარმოებენ კონკრეტული ორგანიზაციების დოკუმენტაციებს.
პროგრამის სრულყოფილად გავლის შედეგად, სტაჟიორებს თავისუფლად შეეძლებათ დამოუკიდებლად აწარმოონ ბუღალტერია. პრაქტიკის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ცნობა და რეკომენდაცია დასაქმებისათვის.
წარმატებული მსმენელების CV- ები განთავსდება, როგორც „ცოდნის“, ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ცნობა და რეკომენდაცია.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე:
ქ. ქუთაისი რუსთაველის ქ. # 71; (+995 431)251227; (+995 558)901806; (+995 592)2380 80;
ელ-ფოსტა: tsodnakutaisi@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.tsodna.ge