მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია მათემატიკაში “UNIKუმი 2025“
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 1 მარტამდე უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო ნაშრომი.
საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. ასევე, მადლობის წერილებს მიიღებენ გამარჯვებული მოსწავლეების ხელმძღვანელი პედაგოგები და სკოლების ადმინისტრაციები.
მონაწილეებს, რომლებიც დადებით შეფასებას მიიღებენ, გადაეცემათ სერტიფიკატები.