ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტში სემინარს შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჩაატარებს

29 მაისს, 15:00 საათზე, შვედეთის გოტერბორგის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ალექსანდრე ასათიანი ქუთაისის უნივერსიტეტში სემინარს სახელწოდებით: ,,სწავლების თანამედროვე მეთოდები (ბიზნეს ქეისების წერა და
გამოყენება)" ჩაატარებს. 

განსახილველი თემები:

ქეისების წერა და გამოყენება სწავლებაში

  • სასწავლო ქეისები და მათი ფორმები;
  • რა უპირატესობებს გვთავაზობს ქეისებით სწავლება;
  • როგორ და რატომ დავწეროთ სასწავლო ქეისი;
  • როგორ გამოვიყენოთ სასწავლო ქეისები და როგორ დავხვეწოთ ისინი;
  • სად და როგორ გამოვაქვეყნოთ სასწავლო ქეისები;
  • ქეისების შეძენის შესაძლებლობები. 

სემინარი ქუთაისის უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში ჩატარდება. 

სარეგისტრაციო ბმული: bit.ly/3mvxJFY