ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ქუთაისის წითელი ჯვრის ფილიალის უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამის ოფიცერი დანი ცირეკიძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა ორგანიზაციის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაზისო მეთოდებს გაეცნენ.