შემოდგომის სემესტრში, შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2020 წლის 31 აგვისტოდან 2020 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
შპს ქუთაისის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V, და VII სასწავლო სემესტრზე.
ბ) ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V, და VII სასწავლო სემესტრზე;
გ) ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V, და VII სასწავლო სემესტრზე;
დ) საბუღალტრო აღრიცხვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I და III სასწავლო სემესტრზე;
ე) ფინანასების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 3 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I და III სასწავლო სემესტრზე;
ვ) ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ვაკანტური ადგილი.