ქუთაისის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაიწყო.
საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:
ა) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში მიმართულების მიხედვით;
გ) ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (BEC exam and CELS exam – Vantage, TOEIC, TOEFL, Pritman ESOL International, IELTS, Cambridge Exam).
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით, ტარდება წერითი ფორმით. მაქსიმალური შეფასებაა 30 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი _ 16 ქულა.
ინგლისურ ენაში გამოცდა ტესტური ფორმით ტარდება. მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი _61 ქულა.