სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა სამეცნიერო-კვლევით კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
1. საკონკურსო
კვლევითი პროექტის თემატიკა:
კოვიდ-19
გავლენები რეგიონის ეკონომიკაზე (შრომითი ბაზრის ცვლილებები რეგიონში, ტურიზმის სფეროს პრობლემები, ა.შ.)
2. კონკურსში
მონაწილე სუბიექტები
შიდა სამეცნიერო-კვლევითი კონკურსის მონაწილეები უნდა
აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
წამყვანი მკვლევარი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
ბ) მკვლევარი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე;
გ) მკვლევარის ასისტენტი - ქუთაისის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი (1-3 სტუდენტი).
3. საკონკურსო
დოკუმენტაცია
საპროექტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე მხოლოდ ელექტრონულად
მოთხოვნილი დოკუმენტების სრული პაკეტით. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
საკონკურსო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა. განაცხადის ფორმა (დანართი 1);
ბ. საპროექტო განაცხადი ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში
(დანართი 2);
გ. განაცხადის ყველა მონაწილის CV/რეზიუმე (ქუთაისის
უნივერსიტეტის ფორმატში (დანართი 3) (ქართულად/ინგლისურად);
დ. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ქართულად/ინგლისურად);
ე. უნივერსიტეტის სტუდენტის ცნობა (სტუდენტებისათვის)
(ქართულად/ინგლისურად);
ვ. პროექტის განხორციელების განრიგი-საკვანძო ეტაპები
(ქართულად/ინგლისურად);
ზ. პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება (დანართი 4) (ქართულად/ინგლისურად);
თ. ინფორმაცია თანადაფინანსებაზე (არსებობის შემთხვევაში)
(ქართულად/ინგლისურად);
ი. თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებაზე (ქართულად/ინგლისურად).
4. კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
5. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ოქტომბერი.
საპროექტო განაცხადები მოგვაწოდოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე : [email protected].