პროექტის მიზანი:
ახალგაზრდების სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
და დასაქმების ხელშეწყობა სტაჟირების გზით, მეორეს მხრივ კი სხვადასხვა სექტორების
კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის
საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) განვითარების განვითარება.
პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირების შესაძლებლობებს შემდეგ სექტორებში:
à ტურიზმის
სექტორი: (სათავგადასავლო / მთის, კულტურული, გასტრონომიული
-ღვინო და კულინარია, განთავსება)
à კრეატიული
ინდუსტრიის სექტორი: (ნებისმიერი სახის მედია შინაარსის - მათ შორის
სოციალური ქსელების მართვა)
à მსუბუქი
მრეწველობის სექტორი: (ავეჯის წარმოება, შეფუთვის სამუშაოები)
à ინტელექტუალური
მომსახურების სექტორი: (ბიზნეს პროცესების
აუთსორსინგი (BPO): ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი,
არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ადამიანური
რესურსები)
à სექტორები რომლებიც
მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: (საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია-
online
გაყიდვები და სხვა, ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა)
პროექტის KPI და
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის შედეგად:
-
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა
და კოლეჯების 100 სტუდენტი შეირჩევა, რომელებიც გაივლიან ანაზღაურებად
სტაჟირებას სამუშაო ადგილზე.
მიიღებენ სხვადასხვა
დარგების საქმიანობის შესაბამის საჭირო ცოდნის და გამოიმუშავებენ საქმიანობის შესასრულებლად
პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ახალგაზრდების დასაქმებას და თავის მხრივ ბიზნეს კომპანიების გაძლიერებას
საჭირო ადამიანური კაპიტალით.
სტაჟიორების ანაზღაურების
დაფინანსება:
§
300 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი
გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით) გამოიყობა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური
უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით
თითოეული სტაჟიორისთვის, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის
3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 900 ლარით
დაფინანსებას.
§
130 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი
გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით), რომლიც დაფინანსდება სტაჟიორების მიმღები კომპანიებისგან. რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის - 3 თვიანი სტაჟირების
პერიოდის გავლის განმავლობაში 360 ლარით თანადაფინანსებას.
„სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“
პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა უნდა გაიროს რეგისტრაცია
შემდეგი ბმულის საშუალებით:
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სარეგისტრაციო ფორმა
პროექტის შესახებ
ინფორმაცია და სიახლეები განთავსდება „ინსტიტუციური
და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC ვებ გვერდზე: https://icdc.ge/
ასევე
ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში:
https://www.facebook.com/thehome87
https://www.facebook.com/ICDC.ge
სტაჟირების
გავლის მსურველები რეგისტრაციას გაივლიან სპეციალური
სააპლიკაციო განაცხადის მეშვეობით რომელიც განთავსებულია ICDC ოფიციალურ ვებ-გვერდზე - https://icdc.ge/
შერჩეული სტაჟიორები:
1. გაივლიან შეხვედრებს და მასტერკლასებს დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის
მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე.
ð დასაქმების უნარ-ჩვევები;
ð ინტერვიუს ტექნიკები;
ð ორგანიზაციაში ადაპტაცია;
ð შრომის უფლებები.
2. მონაწილეობას მიიღებენ
სამუშაო შეხვედრაში და პანელური სესიაში სხვადასხვა დარგების და კომპანიების HR დირექტორებთან;
3. პროფესიული და კარიერული
მიზნების განსაზღვრის მიზნით - გაივლიან ჯგუფური ქოუჩინგის სესიებს ამ სფეროს წამყვან
ექსპერტთან;
4. ექნებათ შესაძლებლობა შეხვდენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს. შეხხვედრების შედეგად ისიი მიიღებენ ინფორმაციას განათლებისა და დასაქმების სხვადასხვა პროგრამებისა და შესაძლებლობების გარშემო.