ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

კონკურსი -  „ნამდვილი თუ მოგონილი?!

კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!

  კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ გამოაცხადეს მედიაწიგნიერების კონკურსი -  „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.  კონკურსი, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარებაა, სტუდენტებისთვის პირველად ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება, 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია.

  კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში  გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (“Fake News”), რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები. 

  კომუნიკაციების კომისიისგან გამარჯვებულებს ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს -New iPad Pro 2020, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

  სტუდენტებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინოს 12 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე - tiny.cc/oggb6y

კონკურსის ფარგლებში  ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება, ტრენინგი ყალბი ამბების აღმოჩენის ხერხებთან დაკავშირებით. ტრენინგნის ფარგლებში სტუდენტებს, ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია კონკურსის დეტალებთან დაკავშირებით. 


ბოლო სიახლეები