რუმინეთის მხარის ინფორმაციის თანახმად გაცნობებთ, რომ კანდიდატის განაცხადი რუმინულ მხარეს უნდა მიეწოდოს საქართველოში რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გავლით, არაუგვიანეს 2021 წლის 5 მაისისა. აპლიკანტს შეუძლია, რუმინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აირჩიოს სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხური, გარდა მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაკოლოგიის მიმართულებებისა. საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე სწავლების ენა მხოლოდ რუმინულია.
სადოქტორო საფეხურზე სწავლების ენაა რუმინული ან ინგლისური. აპლიკანტს, რომელიც არ ფლობს რუმინულ ენას სწავლის დაწყებამდე შეუძლია გაიაროს რუმინული ენის 1 წლიანი მოსამზადებელი კურსი. შერჩეული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება მომდევნო წლის 15 ივნისამდე. რუმინეთის უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური წელი დაიწყება 1 ოქტომბერს. სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურისა და საცხოვრებლის დაფინანსებას და ყოველთვიურ ფინანსურ ანაზღაურებას.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: http://mae.ro/en/node/10251.