2020 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრის ფარგლებში, ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა _ ნინო ქარსელაძემ ჩაატარადა ონლაინ ვებინარი თემაზე ,,რა სახის ფსიქოლოგიური გამოწვევები ახლავს სასწავლო პროცესს(?)’’. მსგავსი არაფორმალური განათლების შეხვედრები სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობს და აქტიურად იღებენ მონაწილეობას.
განხილულ იქნა შემდეგი თემები:
• მოტივაციის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში
• სტუდენტის კოგნიტურ-ემოციური რესურსულობა
• კომუნიკაციური თავისებურებები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში
გარდა ჩამოთვლილი თემებისა, სტუდენტებმა გამოხატეს პირადი მოსაზრებები და ვებინარის დიდი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.