2021 წლის 29 იანვარს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრის ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა _ ნინო ქარსელაძემ გამართა ვებინარი თემაზე ,,კიბერ უსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვა პანდემიური სოციალიზაციის პერიოდში’’. ვებინარის სპიკერმა სტუდენტებთან ინტერაქციაში განიხილა თემები:
• პანდემიის პერიოდში შეცვლილი სოციალიზაციის ფორმა
• სოციალურ პლატფორმებზე კომუნიკაციური თავისებურებები
• ციფრული იდენტობა
• კიბერ-ბულინგის საფრთხეები
• როგორ დავიცვათ ჩვენი ციფრული იდენტობა