ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სასწავლო პლატფორმა Moodle დაინერგა.
აღნიშნულ პლატფორმაზე სწრაფად ადაპტაციისა და ციფრული რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის მიერ ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი გადამზადდა.
მათ შორის გადამზადნენ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, სასწავლო და საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულულტეტის და მედიცინის ფაკულტეტის დეკანები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.