2020-2021 სასწავლი წლის გაზაფხულის სემესტრის დასაწყისში 15-დან 17 მარტის ჩათვლით უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო კვირეული გაიმართა. სტუდენტებს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის, იურიდიული სამსახურის , ბიბლიოთეკის, საგამოცდო ცენტრისა, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები შეხვდნენ.
შეხვედრისას სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის განახლებული მარეგულირებელი დოკუმენტების შესახებ, კერძოდ: ეთიკის კოდექსის, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის, საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების წესის, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესისა და საბიბლიოთეკო რესურსის ეფექტურად გამოყენების შესახებ, მათ შორის ელექტრონული ფოსტის გამოყენების და გამოკითხვების მნიშვნელობასა და მონაწილეობის აუცილებლობაზე, დაგეგმილ სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობაზე. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მნიშვნელობას, და უნივერსიტეტში დანერგილი ანტიპლაგიატის პროგრამის გამოყენებას სასწავლო კურსების ფარგლებში. სტუდენტებს განემარტათ ის შედეგები, რასაც გამოიწვევს აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დარღვევა.