სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული სისტემის „UnikElections“ მეშვეობით გაიმართა. საბოლოო შედეგით, თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი გუბელაძე გახდა, ვიცე-პრეზიდენტი კი იგივე ფაკულტეტის სტუდენტი დაჩი კობახიძე.
პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებამდე, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი ახალ შემადგენლობას შეხვდა და თვითმმართველობის დებულება გააცნო.
სტუდენტური ცხოვრების გააქტიურების, ახალი ინიციატივების, სტუდენტების უფლებებზე ზრუნვის, შემოქმედებითი პროცესების მართვის და მეტი სამოქალაქო აქტივობისთვის, სტუდენტურ თვითმმართველობას უპირველესი ფუნქცია აქვს.
ქუთაისის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებას ახალ გუნდს და მასთან ეფექტური თანამშრომლობის მოლოდინშია.