ფრანკოფონური სივრცის გაფართოების და პოპულარიზაციის მიზნით, ქუთაისის უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ დაფინანსებული პროექტის Centre de Réussite Universitaire (CRU) ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორია.
პარტნიორობის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ინტელექტუალური თამაში "სად, რა, როდის“ გაიმართა, სადაც დასმული შეკითხვების ძირითადი თემები იყო: საფრანგეთი, ფრანგული ენა და კულტურა, საფრანგეთის ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა, მეცნიერება და სპორტი.
სტუდენტებს შორის შეჯიბრის დაწყებამდე გაიმართა პრეზენტაცია - "ფრანკოფონური ქვეყნები“.
თამაში მიყავდა ელიტარული ინტელექტ-კლუბის წევრს და ამავე კლუბის ერთ-ერთი გუნდის კაპიტანს ნათია ქვაჩაკიძეს.
პირობის თანახმად, გამარჯვებულ აწსუ-ს სტუდენტურ გუნდს ქუთაისის უნივერსიტეტი დააჯილდოვებს.