ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ღია კონკურსი  უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილე სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შესარჩევად

ღია კონკურსი უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილე სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შესარჩევად

შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს  უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილე სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შესარჩევად.

სტუდენტთა ჯგუფის შექმნის მიზანია ერთის მხრივ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობისა და მექანიზმების შესახებ სტუდენტთა ინფორმირებულობის და მეორეს მხრივ, მათი განვითარების პროცესში მონაწილეობისა და ჩართულლობის გაზრდა. ვფიქრობთ, აღნიშნული დაეხმარება უნივერსიტეტს შეიმუშაოს სტუდენტებზე მეტად ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომები

სტუდენტების შერჩევა მოხდება 2020-2021 აკადემიურ წელს  შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტში’’ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებიდან:

  ბიზნესის ადმინისტრირება (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა);

  ეკონომიკა (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა);

  ტურიზმი (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა);

  საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა);

  ფინანსები (სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამა);

  ეკონომიკა (სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა).

 

ღია კონკურსის წესით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამიდან შეირჩევა თითო  სტუდენტი. სტუდენტთა ჯგუფი შეირჩევა ერთი წლის ვადით. 

 

სტუდენტთა ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შეფასებასა და განვითარებაში მონაწილეობა.

 

მოთხოვნები:

ü  შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრებით, GPA > 3.0;

ü  MS Office (Word კარგი, Excel კარგი);

ü  ინგლისური ენის ცოდნა (მეტყველება, წერა) B1 დონე (სასურველია).

 

კონკურსის დეტალები:

ü  კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადები: 2021 წლის 6 ივნისიდან  15 ივნისის ჩათვლით;

ü  დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected];

ü  კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;

ü  კონკურსის მეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.

კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: საგანმანათლებლო პროგრამის (შესაბამისი პროგრამის დასახელეის მითითებით) კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი.

 

გასაუბრების კრიტერიუმები:

 

ü  ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა),

ü  პასუხების დამაჯერებლობა (3 ქულა),

ü  მოტივაცია (3 ქულა),

ü  ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა),

ü  შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა),

ü  ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა).

 

შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვალოს შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის დათვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.