სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები იყო.
შეხვედრის მიზანს სტუდენტებისთვის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ოთო მიქაძემ (საქართველოს ბანკის უფროსი დიზაინერი/ქუთაისის უნუვერსიტეტის დიზაინერი) და გიორგი ბერაიამ (კომპანია "აქვაშენის" დამფუძნებელი და დირექტორი), რომლებმაც საზღვარგარეთ, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, ქუთაისის უნივერსიტეტის სახელით მიიღეს მონაწილეობა და დღეს წარმატებით აგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა სფეროში.
სტუდენტების თქმით, შეხვედრა სასარგებლო იყო.
"ასეთი შეხვედრები გვაძლევს ინფორმაციას და უფრო მეტიც - მოტივაციასაც, უკეთ დავგეგმოთ საკუთარი მომავალი და სხვების მაგალითზე, უფრო მეტი გავიგოთ რა შეუძლია ქუთაისის უნივერსიტეტს ჩვენი ოცნებების ახდენის გზაზე“, - აღნიშნა სტუდენტმა გიორგი გუბელაძემ.
"შეხვედრა იყო საინტერესო და ძალიან სასარგებლო. განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან სწორედ Erasmus-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით ვარ დაინტერესებული ამ ეტაპზე. კურსდამთავრებულების გამოცდილების მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ამ პერსპეტივაში საუკეთესო პარტნიორია. მადლობა შეხვედრის ორგანიზატორებს. ახლა უფრო მეტი ვიცი ჩემი სურვილების რეალიზებისთვის, ვიდრე შეხვედრამდე ვიცოდი“, - აღნიშნა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ იონანიძემ.