ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საჭიროებების დადგენის მიზნით კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ინტერესის სფეროები, კონკრეტული თემების და მომხსენებლების მითითებით.
სტუდენტთა და კურდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა კვლევის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, თეოლოგიის დოქტორ ნიკოლოზ ჩიხლაძის საჯარო ლექცია თემაზე - "COVID -19 და ქალაქების ეკონომიკური განვითარების კონტექსტი“.
ლექციაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
• COVID-19 და ეკონომიკური სირთულეები მსოფლიოში;
• COVID-19 და ქალაქების ეკონომიკა - სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება;
• COVID-19 და საქართველოს ქალაქების ეკონომიკური განვითარება: პრობლემები და გამოწვევები.
სტუდენტთა და კურდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი განხორციელებული კვლევის საფუძველზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის აქტუალურ თემაზე შეხვედრებს კვლავ დაგეგმავს.