ქუთაისის უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იწყება მიღება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე:
30 აგვისტო -3 სექტემბერი
გამოცდა უცხო ენაში/შედეგების გამოცხადება -6 სექტემბერი
სააპელაციო განაცხადების მიღება - 7 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში/შედეგების გამოცხადება -9სექტემბერი
სააპელაციო განაცხადების მიღება -10 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება-11 სექტემბერი
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება შეუძლიათ:
• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდას
• პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას (შიდა საუნივერსტეტო გამოცდების საკითხები განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე (https://unik.edu.ge/Courses/2)
• პირებს, რომელთაც უდასტურდებათ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა.
გამოცდა ჩატარდება „ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ (https://unik.edu.ge/LegalActs) (ინგლისური ენის გამოცდის შეფასების კრიტერიუმები) შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს (დიპლომი), ინგლისური ენის მოთხოვნილი კომპეტენცია დადასტურებულად ჩაითვლება.
1. ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. 2 ფოტოსურათი;
4. ავტობიოგრაფია (CV);
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
6. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შეფასების კრიტერიუმების და ზღვრების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გადადით ბმულზე:
დანართი #2