ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

რა? სად? როდის? ლიგის შესარჩევმა თამაშებმა სტარტი აიღო

რა? სად? როდის? ლიგის შესარჩევმა თამაშებმა სტარტი აიღო

ქუთაისის უნივერსიტეტში რა? სად? როდის? ლიგის შესარჩევმა თამაშებმა სტარტი აიღო. აღნიშნული აქტივობა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და სტუდენტთა და კურსადამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება და ყოველკვირეულ შეკრებებს ითვალისწინებს.

შეკრებების მიზანი უნივერსიტეტში სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის სამოყვარულო გუნდების შეკრებაა, რომლებიც სამომავლოდ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტურნირებზე უნივერსიტეტის წარდგენას შეძლებენ.

შეხვედრები გაიმართება ყოველ ორშაბათს, 18:00, ქუთაისის უნივერსიტეტში, #506 აუდიტორიაში. მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს.


ბოლო სიახლეები