ახალგაზრდა ქართველი მწერალი, რომანის "ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი"-ს ავტორი და ლიტერატურულ კონკურს "საბა"-ს ნომინანტი გიორგი ხარაიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
წიგნი, რომლის პრეზენტაციაც ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა, ფენტეზის ჟანრის პირველი ქართული ნაწარმოებია, რომელიც "წლის საუკეთესო ჟანრის“ კატეგორიაში მოხვდა.
მწერალმა ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც სტუდენტებს, ფენტეზის მოყვარულ ახლაგაზრდა მკითხველებს აინტერესებდათ: მთავარ ინსპირაციაზე, ზოგადად ჟანრზე, ექსპერიმენტზე, პერსონაჟებზე, შუა საუკუნეების ეპოქის ცოდნაზე, რომანის უნიკალურ სამყაროსა და მოლოდინებზე.
თანამედროვე ავტორსა და აუდიტორიას შორის ინტერაქციის შემდეგ, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების კლუბის "Summer Set Kutaisi"-ის პრეზენტაცია და იმ სერვისების გაცნობა მოეწყო, რაც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ექსკლუზიურად ხელმისაწვდომი იქნება.