ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველსაყოფად შეხვედრა გაიმართება.
28 ოქტომბერს, 11:00 საათზე შეხვედრა პროექტის - სამართალწარმოება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველსაყოფად - ფარგლებში გაიმართება, რომლის მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პლატფორმაზე დასაქმებულები და სტუდენტები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის დაფინანსებით. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EMWI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
შეხვედრას დაესწრებიან და წარმართავენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) თავმდჯომარის მოადგილე რაისა ლიპერტელიანი, ექსპერტი თამარ გაბისონია და პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა.
28 ოქტომბერს სტუდენტებთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი, პლატფორმული დასაქმების სწრაფი ზრდის პირობებში, საკანონმდებლო რეგულაციების, ეროვნული თუ საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება და პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიაა.