ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტთა მე-19 კონფერენციის მონაწილეების შერჩევას იწყებს

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტთა მე-19 კონფერენციის მონაწილეების შერჩევას იწყებს

23 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტთა მე-19 კონფერენცია გაიმართება. მასში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარადგინონ ესეები მეწარმეობის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, ეკონომიკის, ტურიზმისა და სამართლის საკითხებზე. 

კონფერენციის აბსტრაქტები დაიბეჭდება, ხოლო საუკეთესო ნაშრომი ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალში „ეკონომიკურ პროფილი“ გამოქვეყნდება. 

აბსტრაქტების მიღების ვადები: - 18.05.2023 – 01.06.2023
ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 15.06.2023

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1VX2IuT9ArgOwWvkbKAm03vf-b8wkO-
XQH6Fp37Gi2n8/edit 

სექციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

ნაშრომის სტრუქტურა:
1. აბსტრაქტი (თემის სათაური, აქტუალობა, დასკვნა, საკვანძო სიტყვა) - 200-500 სიტყვა
2. შესავალი - 450-500 სიტყვა
3. წყაროების (ლიტერატურის) მიმოხილვა
4. კვლევის მეთოდები
5. ძირითადი დასკვნები

ნაშრომის ფორმატირების წესები:
ქართული ენის შემთხვევაში - Sylfaen
ინგლისური ენის შემთხვევაში - Times New Roman
შრიფტის ზომა - 12
სტრიქონებს შორის მანძილი - 1.5 ინტერვალი
ნაშრომის მოცულობა არაუმეტეს - 7 გვერდისა.
ნაშრომის გაფორმების სტილი - APA
პრეზენტაცია უნდა მომზადდეს PowerPoint-ში. მოხსენების ხანგრძლივობა 10-15 წუთი.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:
1. ყიფიანი მარინა
2. ჩიხლაძე ნიკო
3. ვალიშვილი თეა
4. შანიძე გოდერძი
5. აზმაიფარაშვილი მაია
6. უგლავა დიანა
7. ჯიჩოშვილი გვანცა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
თამარ პატარაია 
[email protected]


ბოლო სიახლეები