ქუთაისის უნივერსიტეტში რეგიონული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით პროექტი "საშემოდგომო სკოლა" ახალგაზრდებისთვის გაიმართება.
"საშემოდგომო სკოლაში" მონაწილეობა შეუძლია ქუთაისში მცხოვრებ 18-28 წლამდე ახალგაზრდებს.
აღნიშნული სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაივლიან 6 სალექციო კურსს (სულ 18 საათი) შემდეგ თემებზე:
ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაწევრიანების ეტაპები; ნატოს შექმნის ისტორია, გაფართოება და პარტნიორობა საქართველოსთან; მიგრაცია, უვიზო მიმოსვლა; ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები; საქართველოს პირველი რესპუბლიკა; კიბერუსაფრთხოება.
პროექტი დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მხარადამჭერია ქუთაისის უნივერსიტეტი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
"საშემოდგომო სკოლაში" ლექციები 26 ოქტომბრიდან დაიწყება და სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება (კვირაში 2 დღე - ხუთშაბათი - პარასკევი);
კურსის გავლის შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი;
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 22 ოქტომბრამდე აღნიშნულ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა