ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

17 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე:

17 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: "დეზინფორმაცია და პროპაგანდა - გადამოწმების მეთოდები" გაიმართება

17 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: “დეზინფორმაცია და პროპაგანდა - გადამოწმების მეთოდები" გაიმართება.

"სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 2018 წლიდან აკვირდება სოციალურ ქსელებში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებს და შეისწავლის სოციალური მედიის პლატფორმებზე წარმოებულ საინფორმაციო კამპანიებს.

წლების განმავლობაში იცვლება მოქმედი აქტორების სტრატეგიები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს, ახალ გარემოებებსა და გამოწვევებს ერგებიან.

შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდის წევრები სტუდენტებს ბოლო პერიოდში გავრცელებულ პროპაგანდისტულ ნარატივებს და დეზინფორმაციაზე,  უახლეს კვლევებსა და მიგნებებზე გაუზიარებენ ინფორმაციას.

შეხვედრის მიზანია სტუდენტებს მისცეს ზოგადი ცოდნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ "პოსტ-სიმართლის ეპოქაში” და განუვითაროს ინფორმაციის გადამოწმებისა და დეზინფორმაციის ამოცნობის უნარ-ჩვევები.


ბოლო სიახლეები