„ქუთაისის უნივერსიტეტსა“ და „19 მაისის სახელობის უნივერსიტეტს“ (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
უნივერსალური ფასეულობების ინტეგრირებით, ინოვაციების მოზიდვითა და ინდივიდების ხელშეწყობით, „19 მაისის სახელობის უნივერსიტეტი“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ კვლევით და სასწავლო ინსტიტუტს წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკაში.
აღსანიშნავია, რომ "19 მაისის სახელობის უნივერსიტეტში" ოცი სხვადასხვა მიმართულების ფაკულტეტი ფუნქციონირებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტი ფლობს როგორც ბავშვთა, ასევე ზრდასრულთა დიაგნოსტიკისათვის განკუთვნილი საავადმყოფოებს, სადაც მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ენიჭებათ.