14 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი “მათემატიკური სამეცნიერო სლემი” გაიმართება.
სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ღონისძიება სამეცნიერო სლემი წარმოადგენს სამეცნიერო კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმას, სადაც მეცნიერები არასპეციალისტებისათვის საუბრობენ თანამედროვეობის მთავარ და მნიშვნელოვან სამეცნიერო იდეებზე, მათ შორის საკუთარ სამეცნიერო კვლევებზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“, ა(ა)იპ „მათემატიკოსი“.
ლოკაცია: ქუთაისის უნივერსიტეტი, წერეთლის ქ. 13, აუდიტორია 210.
დრო: 3.14 1:59 PM