ქუთაისის უნივერსიტეტის 2024 წლის შეთავაზებები აბიტურიენტებს
ქუთაისის უნივერსიტეტში, ნებისმიერ ქართულენოვან პროგრამაზე, სახელმწიფო გრანტი = უფასო სწავლას + სტიპენდია:
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი + ქუთაისის უნივერსიტეტისგან სტიპენდია 10 თვის განმავლობაში (225 ლარის ოდენობით)
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 70%-იანი სახელმწიფო გრანტი + 30%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 50%-იანი სახელმწიფო გრანტი + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ქუთაისის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევა + 30%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში 60 ქულა + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში 25 ქულა + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სთავაზობს გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს - სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას.
შეთავაზებების შესანარჩუნებლად, აუცილებელია სტუდენტის წლიური შეფასება იყოს A დონე (GPA > 3, ქულების საშუალო არითმეტიკული 91+).