20 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის და ფინ ედუს კოლაბორაციით, ფულის კვირეულთან დაკავშირებით, ტრენინგი თემაზე - “დაზოგვა, ბიუჯეტირება და ფინანსური უსაფრთხოება” გაიმართება.
ტრენინგს ეროვნული ბანკის ფინედუს ტრენერები გაუძღვებიან.
დასაწყისი: 13:00 საათი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ტრენინგზე დამსწრე სტუდენტებს საგანმანათლებლო ბროშურები და სერტიფიკატები გადაეცემათ.