"ერაზმუს+" საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, 6 აკადემიური და 3 ადმინისტრაციული გამარჯვებული პერსონალი გამოვლინდა.
აკადემიური მობილობის ფარგლებში, პროფესორი ქეთევან კუხიანიძე ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტს (რუმინეთი) ეწვევა; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ასოცირებული პროფესორი თამარ პერტაია და პროფესორი ქეთევან უკლება სამუშაო ვიზიტით ეწვევიან ტიტუ მაორესკუს უნივერსიტეტს (რუმინეთი); პროფესორი ეკატერინე ვაწაძე, ასისტენტ-პროფესორი ნინო წიქორიძე და ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ვაჭარაძე გაემგზავრებიან EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლატვია).
საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები: ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანტონ სინატაშვილი (პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი); საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის მენეჯერი მარიამ კუხიანიძე (პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი); ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თათია ხარაბაძე - (EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია);
აღსანიშნავია, რომ "ერაზმუს+" საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას და უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა უწყობს ხელს.