ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით, სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით, სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

"ქუთაისის უნივერსიტეტში" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით, სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო.

საპროექტო განაცხადის წარდგენა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს კულტურული, შემეცნებითი, სოციალური, ინოვაციური, კვლევითი და ტექნოლოგიური მიმართულებით შეუძლიათ.

განაცხადის წარდგენა სტუდენტებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ: [email protected]

პროექტის მიზანს სტუდენტური ინიციატივების წახალისება და იმპლემენტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. 

"ქუთაისის უნივერსიტეტის" სტუდენტებისათვის აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს შესაძლებლობას, პროექტის სახით ინიციატივა წარადგინონ და იდეების განხორციელებისთვის დაფინანსება მოიპოვონ.  

საპროექტო განაცხადის მიმართულებებს წარმოადგენს სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ინოვაციური, კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტები. 

დამატებითი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 

[email protected] ან მიმართონ ადგილზე, მეხუთე სართულზე, ოთახი #502.

საპროექტო განაცხადის დებულება და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში: საპროექტო განაცხადის დებულება და გზამკვლევი


ბოლო სიახლეები