ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა თემაზე - “ფსიქიკური ჯანმრთელობა და ცვალებადი სამყარო” გაიმართება.
შეხვედრის თემები:
"ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, ჩვენი საუკუნის ცვლილებები და მათი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე”
"თვით ზრუნვის სტრატეგიები"
შეხვედრას ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი - "დაოს" ფსიქოლოგები ნინო ფანჩულიძე და ნინო ქარსელაძე გაუძღვებიან.
დრო: 20/21 მაისი, 13:00
ადგილმდებარეობა: ქუთაისის უნივერსიტეტი, წერეთლის ქუჩა 13, სამკითხველო დარბაზი.
შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.