ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა გრიგოლაშვილი "ერაზმუს+" საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ვარშავაში, ვისტულას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
მდგრადობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ვისტულას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და დაგეგმილი ლექციები ჩაატარა.
აღნიშნულ შეხვედრებზე ფაკულტეტის დეკანი სტუდენტებს პროფესიული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე ესაუბრა.