ქუთაისის უნივერსიტეტსა და ფინრას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ტურიზმის, ეკონომიკის და ფინანსების მიმართულებით ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ფინრას უნივერსიტეტი ბოსნია ჰერცოგოვინას ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია.